↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ქვეყანა - იტალია (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ქვაზიმოდო სალვატორე

2012-08-121 წთ საკითხავი764 ნახვა

—
დრო მიდის სწრაფად, მხოლოდ ერთი მიმართულებით.მაგრამ რაც უფრო გვშორდებიანგანვლილი წლები,მით უფრო მწვავედგანიცდიან მათ სიხლოვესმგოსნები...შორს ჩანს პოლონეთის მინდვრები...კუტნო -ნაქალაქევი,სადაც მიწის გაფატრულ მუცლისწიაღებიდან ამოყრილი ნაწლავებივითჩაჟანგებულ და გადაკვანძულლიანდაგებზენავთობის მხრჩოლავ კვამლში იწვის გვამების გროვა...იმის იქით კი,მავთულხლართის გადაღმაჩანანკარანტინები...სიბინძურე.ნაგავი.სისხლი.და დახვრეტილთა გრძელი მწკრივებიმათსავე ხელით ამოთხრილი საფლავის პირას...უფრო იქით კი -ბუხენვალდი...წყეულიმც იყოსწიფლის ფოთლებითგადაჩრდილულმისთა ღუმელთაგრგვინვა და ცეცხლი ჯოჯოხეთური!სულ უფრო შორს კი,ყინვით შკრულ ვოლგის ნაპირზემოჩანს ქალაქი(ყველამ იცის მისი სახელი)და მის ნანგრევებსთოვლის შავი ფიფქები ათოვს...მგოსნებსარასდროსარაფერიარ ავიწყდებათ!უდაბნო ველზე ქრის ქარბუქი.მიაბიჯებენდამარცხებული არამზადები,ვინც სასიკვდილოდმოწყალებამვერ გაიმეტა...გაივლის ყველა განსაცდელი,მაგრამ გვამებითქვეყნად არავის უვაჭრია...შენ გეუბნები,სამტროდ მოსულო გადამთიელო:ეს არის ჩემი იტალია -ჩემი ქვეყანა!მე ქებას ვუმღერ მის ხალხსდა მის ფარულ ქვითინსაც,დახშულს ტალღების მიმოქცევის მეხური გრგვინვით!და მსურს ვადიდო იტალიელ დედების თალხი,რომ მით ვუმღერო იტალიის მარადისობას!

ქვაზიმოდო სალვატორე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი