↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იქ, სადაც ხეთა... (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

ქვაზიმოდო სალვატორე

2012-08-121 წთ საკითხავი768 ნახვა

—
იქ, სადაც ხეთა იისფერ ლანდებსუკაცრიელი შებინდება დუმილით მოსავს,უეცრად მიწყდა შორეული ფეხის ხმა შენი.იგი ჰაერში განიფანტა,ვით სურნელებამინდვრის ყვავილის,როგორც შორი ძახილის ექო...შენ გრძნობით ცხოვრობ,გსურს გრძნობებში იპოვნო აზრიდა გამართლება მოუნახო თვითეულ განცდას...მე კი სხვა სურათს წარმომიდგენს ჟამთასვლის სარკე:მე ახლა უკვე თვით სიკვდილი არ მაკრთობს ისე,ვით სილამაზის უეცარი გამოსხივება.და მე დავკარგე ყველაფერი, რაც ადრე მქონდა:უშუალობა,სიხალისე,ხალასი ნიჭიიმიტაციის... და მე იმის უნარიც არ მაქვს,რომ ვინმეს თავი მოვაჩვენო ბედნიერ კაცად.

ქვაზიმოდო სალვატორე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი