↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოღონდ აქ არა

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17538 ნახვა

—
მე გეკითხები: ეგ შენი ყელისადაფი არის, თუა ბაკარა?შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
მე გეუბნები: შენი თვალებიმწველია ისე, ვით მზე თაკარა.შეშინებული შენ იმეორებ:- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
და ასე გადის მთელი ცხოვრება.მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა!
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი