↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარასკევი, 13

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17544 ნახვა

—
აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელიეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე-სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა",მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ,ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენინამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აიშენი ორწვერი, ქამარჯინა, ლიჯე, ხდე, შინო,შენი საყდარი, შენი მიწა და "აი-ია",რომელსაც თითით მიჰყვებოდი და აი ქოხი,რომელშიც ენა აიდგი და რომელშიც წერადაიწყე. შენი სამოსახლო და აი მუხარომელსაც მუმლმა გამოსჭამა სამ დღეში ძირი.აი ჰალსტუხი, აი მიშა - და კიდევ კარგიეს ყველაფერი იმდენია, ყელამდე გაძღეშეგიძლია და რასაც ზოგჯერ პოულობ, კარგავ...პოულობ, კარგავ, მოთმინებას, თავს, კავშირს, საზღვარს,დროს, სახეს, იმედს, დედამიწას, სამყაროს, მეტიც,რწმენას, რამეთუ სხვა რა გზაა და იმ გზას თელავ,რომელზეც ფეხი მიგიწვდება და ამის დედაც!მოვტყან - იტყვი და გააბოლებ ერთ ღერ სიგარეტს -შენი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელიეშხით და სამი მეოთხედი სიგრძე-სიგანით.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი