↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პელიკანი

საჯაია გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი17540 ნახვა

—
თავდაპირველად, ისე მოხდა,რომ მეგობარი დავკარგე.იმ დღეს ყველა ტიროდა.ყველა - უპატრონო ძაღლებიც კი, ცარიელ ქუჩაში.მე კი, ვთქვი, დღეს ცუდი დღე არის-მეთქი,მარჯვენა ხელი მოვიგლიჯედა აყმუვლებულ ძაღლებს გადავუგდე საჯიჯგნად.ხელი, რომელიც მეგობრისთვისსაშველად უნდა გამეწოდა და ვერ შევძელი.
მერე მამა დავკარგე. იმ დღეს თოვდა.მთელი კვირა თოვდა.და მე ვთქვი, რომ ცუდი კვირაა-მეთქი.ვთქვი და მარცხენა ხელი მოვიჭამე, სიმწრისგან.
მერე სამშობლო დავკარგე.ვთქვი, ცუდი თვეა-მეთქი,მარჯვენა ფეხი მოვიგლიჯე,რომელიც ომიდან გაიქცადა მტერს გადავუგდე, დროებით თავშესაქცევად.
მერე სახლი დავკარგე.ერთხელ, უმცროსმა შვილმა მკითხა,მამა, რატომ არ ვცხოვრობთ ჩვენს ძველ სახლშიო.ცუდი წელია-მეთქი, გავიფიქრე,შვილს კი, ქარმა დაანგრია-მეთქი, ვუპასუხე,მარცხენა ფეხი მოვიგლიჯე,რომელიც სახლში დარჩადა მევალეებს გადავუგდე, ნიშნად იმისა,რომ აღარაფერი დამრჩა დასაკარგი.
მერე თავი დავკარგე, - ასე ხდება ყოველთვის,შავი ჭირის, ან დიდი შიმშილიანობის დროს, -ვთქვი, ცუდი საუკუნეა-მეთქი,ტანი მოვიგლიჯე და პელიკანივით,საკუთარი ხორცით გამოვკვებე შვილები,შიმშილით რომ არ დამხოცოდნენ.
ამას წინათ, ქუჩაში მივდიოდი დასრულიად შემთხვევით, დაკარგული თავი ვიპოვნე -პატარა ბავშვები, ჩემი ნათრევი,თვალებდათხრილი და ენაამოგლეჯილი თავითფეხბურთს თამაშობდნენ.ერთხანს ვუყურე, მერე ბავშვებს გავუღიმე,ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ვთქვიდა გზა განვაგრძე, გზა კი არა, უფრო სწორად - კედელი,რომელსაც ჩემი შეჭმული სხეულის ჩრდილი მიჰყვებოდა.
ბოლოს, კედელიც დამთავრდა.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი