პოეზია · ლირიკა
თილისმა
ზღვასთან გავედი, ვიარე,უცებ, მირიად ქვიშაშიგამოკრთა ქვა თვალიანიდა ჩუმი მომცა ნიშანი.
ავიღე (გული უცემდა),თქვა: _ ჩვენი ფუძის ფუძეთაკუნთი ვარ, ფიცი უკვდავი,ვეკიდე დროჟამს უცნაურსლოყაზე, როგორც კურცხალი.
ტაოს კლდისა ვარ... მამყოფათვის მკერდში ოშკმა ობოლმა,დაპყრობილ-დაშლილ-დამხობილწარსულებიდან მოვგორავ,მარად მყვირალა, ხვიარა,ჭოროხმა მახორხიალა.
რა ხმები მესმის, რა ხდება,დღე მაღლდება თუ გლახდება?წამიღე, დამდე კერასთან,ამ ახალ ცეცხლზე გავშრები,აგიხსნი, რასაც ვერა ხსნით,მისულნი ბედისწერასთან.
ვინ _ სული ეშმაკს მიჰყიდა,ვინ _ მტერ-მოყვარეს არ არჩევს,და, აი, ძმა ძმის სისხლითაწერს საქართველოს განაჩენს.დადინჯდით, მიხვდით რა დროა, _შველად არავინ არ მოვა.ნიჭი მთლად არ დახარჯულა,ხსნა თუ გწადია ტანჯულთა,სახელმწიფობა, დიდობა,დიდია, როგორც გინდოდა,თავისუფლებას თვისტომთადაიცავს ურთერთმინდობა.
ეს მითხრა კენჭმა თილისმამ,ჯადომა სხივმა იმისმა,საუკუნეებს უძლებდაქვაშიაც ჩვენი სული და,ვირწმუნე მაშინ სრულიად, _გენია არ მოხუცდება, _იგი ცოცხალი უძღვებამომავალს დიდთა წარსულთა.
1992