↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოვლი მთაში

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
უეცრად დიდი თოვლი მოვიდა,არც ჩვენ ველოდით და არც ბუნებადა ყველაფერი თითქოს შეიპყროშიშმა, ნაღველმა და შეცბუნებამ.
ქარბუქი ფოთლებს ისე ედავა,მეგონა ქრება მწვანის ხსენებაც,დღეს ქალაქიდან ხელფეხდამტვრეულდა მოკლულ ხეებს მიასვენებენ.
მზე სნეულივით ადგა ფერმკრთალი,ხევში ზვავები წვანან მდუმარედდა იცოხნიან მთაში ჩაყლაპულსახლებს, სხეულებს და სამდურავებს.
1971
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი