↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მთელი საღამო გჭამდი"

საჯაია გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი17540 ნახვა

—
მთელი საღამო გჭამდი თვალებით.გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!მთელი საღამო გჭამდი თვალებით.გჭამდი მოზომილ თანმიმდევრობით:ჯერ შეგიჭამე ფეხის ტერფები,მერე წვივები დავხარ - ვერ გავძეხ,ვღეჭე მუხლები - ვერც მათ გამაძღეს.მერე ბარძაყებს მივეპარე ისე ქურდულად,ვით მტაცებელი ეპარება თავის სამსხვერპლოს.მერე თეძოთა გამაოგნა ზუსტმა სიმრგვალემდა გული დამწყდა რადგან თვალებითშემეძლო მხოლოდ მათი შეგრძნება.მივყევი ზემოთ. აქ მახეში მკერდის გავები -შეველ სამოთხეს, ვკრიფე ვაშლებიდა ნერვიულად ვყლაპე მთელ-მთელი.მთელ-მთელი ვყლაპე ძუძუსთავებიც.მერე ყელს დავწვდი. დავეწაფე როგორც ვამპირი -ციდან მოვხსენი ახალი მთვარე, სამეფო თასი,შევავსე შენი ცისფერი სისხლით და ისე შევსვი.მერე სველ ტუჩებს კინამ დავაკვდი -იმდენხანს ვწოვე სიყვარულის ელექსირები,სანამ ბოლომდე არ დავაშრე მათი სისველე.ბოლოს წამწამთა მათრახები ვიგრძენ სხეულზე.მათ უმოწყალოდ, დაუნდობლად გამამათრახესდა გადამაგდეს თვალთა ზღვების აბისალებში.მე ჩავიძირე გიშერისფერ მათ სიღრმეებშიდა... იქ დავიხრჩვი. თუმცა არ მოვკვდი -არ შეიძლება პოეტი მოკვდეს ასე იოლად! -მე შენს სურნელად გარდავიცვალედა ნაცვლად სამოთხის,შენს ხავერდოვან თმებში ვპოვე განსასვენები.მთელი საღამო გჭამდი თვალებით.გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი