↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "დღე ღამეში გავცვალე"

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17545 ნახვა

—
დღე ღამეში გავცვალე სამუდამოდ - ბარტერში.მზე შინა და... რა ვქნა, თუ მთვარე მხიბლავს მეტადრე!გამიტენეთ ეგ თქვენი მდუმარება ვალტერში,თქვენ იცოცხლეთ ათას წელს! მინდა მოვკვდე მე ადრე...
გამიზეთეთ მჭიდი და ტყვია პირში მიეცით!თუ ხალხი ხარ, მიდით და... რომ არავინ გაიგოს,აუწიეთ სამყაროს ხმა, სულ ოდნავ - დიეზით,სხეულს მიწას ვუბარებ! სული - ქარმა წაიღოს!
ვეჭიდავე ცხოვრებას, ჩობჯენში და პარტერში, -მახსოვს, მეუბნებოდნენ, სიგიჟემდე მიხვალო...გამიტენეთ ეგ თქვენი მყუდროება ვალტერში,
მინდა მოვკვდე მე ადრე...
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი