პოეზია · ლირიკა
ძეწნის ტოტებზე (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
რა გვამღერებდა, როცა ჩვენს გულებსვიღაც უხეში გადამთიელითავის დალურსმულ ჩექმით ტორავდა!როცა ქუჩები გაჟღენთილიყომიხრწნილ გვამების მხრჩოლავი სუნით,როცა ბავშვების ისმოდა კვნესადა როცა შეშლილ დედების თვალწინხვრეტდნენ და ხიშტზე აგებდნენ შვილებს...დადუმებული ჩანგები ჩვენიძეწნის ტოტებზე ეკიდნენ იმ დროსდა გლოვის ქარი, ძაძით მოსილი,მათ, როგორც აკვნებს, აქანავებდა.