↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დათო კრაწაშვილის ხსოვნას

გოგუაძე ნელიკო

2006-06-121 წთ საკითხავი7033 ნახვა

—
ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა,უთქმელი რომ რჩება გულში.ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა,დიდხანს რომ ვინახავთ სულში.შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,მე ლექსში ვეცადე, მეთქვა,ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრებიდა ვზრდიდით ოცნებას, ფერადს.შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი(დუმილიც ბევრ რამეს იტევს)და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებითხატავდი ბავშვობის სიზმრებს.გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,გიყვარდა ოცნება ლურჯი,შენ დადიოდი პატარა მეოცნებედდა დიდი მხატვრების ფუნჯით.და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილაამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი