პოეზია · ლირიკა
ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემა
ავთანდილი, ფრიდონი,და, ცხადია, ტარიელი! -საქართველო ესაა:ტყვიაგაუმტარი ერი!
საქართველოს სხეულშიჯინი ბუდობს და რა ჯინი:თინათინი, ასმათი,და, ცხადია, დარეჯანი!
ოცდაექვსი მაისი -დილა, მართლაც საოცარი!ხელში წიგნი მიჭირავს! -ახლაც - ვეფხისტყაოსანი!
ნეტა ყველა უდაბნომწვანედ გადამაღებინა,და ლომ-ვეფხვის ამბავიფილმად გადამაღებინა!
დაინახოს მსოფლიომტყვიაგაუმტარი ერი -ავთანდილი, ფრიდონი,და, ცხადია, ტარიელი!