პოეზია · ლირიკა
დინოზავრიდან დიზაინამდე გია თორთლაძის სადღეგრძელო
ჯომოლუნგმაზე ისე მიდი-მოდის, როგორც მზიან სექტემბერში - რუსთაველზე.პირველივე სუფრაზე, სადაც შევხვდები, ასე უნდა ვადღეგრძელო:- გია თორთლაძეს გაუმარჯოს - კაცს, რომელიც ყველა მწვერვალზეა ნამყოფი! ღმერთიც სხვა არაფერია, სხვათა შორის - ღმერთიც, გია თორთლაძესავით, ყველა მწვერვალზეა ნამყოფი, ეს არის და ეს!მიძახონ ამის თქმისთვის მკრეხელი და იყონ, რა ვუყო!ჰო, მართლა, ისე მაგარია გია თორთლაძე კლდეებზე ცოცვაAში, ახლა პარლამენტში - პარლამენტარი გამხდარა - კაცმა არ იცის, რა იერარქიულ სიმაღლეზე აცოცდება!კონკურენტებს გამოსავალი ერთი აქვთ: თოკი უნდა გადაუჭრან!(არ შეგეშინდეთ, ესეც სადღეგრძელოს პონტშია ნათქვამი!).P.S.გიას დებიუტს გავეცანი - მშვენიერი მოთხრობა წავიკითხე მისი. ეტყობა, ახლა სულ სხვა მწვერვალს ათვალიერებს, იოლად მისასვლელ მხარეს ეძებს!წესით, ნიჭიერ კაცს არც ოლიმპოს მთის დაპყრობა უნდა გაუძნელდეს!ახლა კი დავლევ!