პოეზია · ლირიკა
* * * "თვალებში ტკივილად ჩაიშალე"
თვალებში ტკივილად ჩაიშალე...ავდექი და ჩუმად წამოვედიისე, როგორც არასდროს...გულისპირზე ღილი შეგიბნიედა წარბებს შორის გაჩენილ ნაოჭს ტუჩი შევახე,მინდოდა გამეშალა...ხელები მორჩილად დაეშვა ძირსდა მხრებმა იტვირთა სიმძიმე...ვიგრძენი, როგორ დაპატარავდი.უკანმოუხედავად დავკეცე გზები,რომელსაც, არ ვიცი, საით მივყავარ.გზის ყველა გადასახედში შენი აჩრდილია,უკან მომყვება და ცდილობს მზეს გაასწროს...უდაბნოს ცხელი ჰაერი მიწვავს ყელსდა ოაზისს ვეძებ...გზა არ დაიალიაარც ჩემი სევდა...იქნებ იმიტომ, რომ თვალებში ტკივილად ჩაიშალე,მე კი ავდექი და ჩუმად წამოვედი.ნუ უპასუხებ ჩემს ზარს,თვალები დახუჭე,ყურმილს იქითა მხარეს ხომ მაინც დუმილია.