↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "თუ მიიღებ ჩემს სულს, ქარად ქცეულს"

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7036 ნახვა

—
თუ მიიღებ ჩემს სულს, ქარად ქცეულს, გამოგიგზავნი, კარი ფართოდ გაუღე და გულში მოიქციე, მარგალიტის მძივად აასხი თითოეული სიტყვა და ყელზე მომახვიე.გაკვალე გზა და ნუ იფიქრებ იმას, რომ ჩვენ დროში აცდენილები გვქვია.ეს არც ისე რთულია, მაგრამ არც მარტივი.მარტივ მამრავლებად დავყავი გრძნობა, ჩემი გამოგონილი სამყარო, რომელიც შენად ვაქციე, ცხრაკლიტულში გამოგკეტე სხვებისათვის ვერშესახებად.ფიქრი დავყავი, დავანაწევრე, დავაქუცმაცე ვერწასაკითხად და მხოლოდ შენთვის ამოსაცნობად.ჰო!თუ მიიღებ ჩემს სულს ქარად ქცეულს, გამოგიგზავნი, კარი ფართოდ გაუღე, გულში ჩაიკარი და არსად გაუშვა...მას შენ სჭირდები.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი