↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილები კოშკიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
როგორ დაგწყევლი, როგორ დაგწყევლიჩემს წრფელ ძახილზე თუ ხმა არ გამე,არ შემიძლია ყოფნა უშენოდ,არ შემიძლია ვიფიქრო რამე.
შენ რომ იცოდე იჭვის გველებიროგორ მიღრღნიან მე სულსა და გულს,მე მომეჩვენა, რომ დაღალულიპატივს აღარ სცემს უკვე სიყვარულს?
მე მომეჩვენა, რაკი ავად ვარ,აღარ გიყვარვარ, სრულიად არა!მე კი ოცნებამ შენი წამებაგადამიხატა და შემაყვარა!
წამების შვილო! მიყვარს მე შენიდაღლილი სახე, დაღლილი სული,რაღაც უსივრცო, მაცოცხლებელისულიერ წყაროდ გადაქცეული.
მე ქმნილება ვარ და ნაფერები,მე შენში ვნახე ის დიდი ძალა,რომელმაც თვალწინ მთელი წამებისსივრცე და სიღრმე გადამიშალა.
და მე მიყვარდი, და მე ვფიქრობდი:„იგი? ვუყვარვარ მას ასე ძლიერ!“მან დამინახა, რომ ავადა ვარდა სრულებითაც გამიდგა განზე.
მე კი გავქვავდი... მე არ ვიცოდირა და ან როგორ, რომ მეპასუხა,არ არის-მეთქი კაცი ამ ქვეყნად,არ არის-მეთქი, ვფიქრობდი ასე!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი