↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი მეგობრებისადმი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95265 ნახვა

—
ო, როგორ მინდა, მეგობრებო, რომ თქვენთან ერთადმივიღო ჩვენთა წინაპართა ელვარე თასი,ბევრი რამ არის მათ გრძნობაში კეთილშობილი,მათი მხურვალე ოცნებებით, მსურს, ვიამაყო,მაგრამ სხვაგვარად ჩვენი დროის მემატიანეფოლიანტებში სტრიქონების გროვას შეიტანს,რომ ათასწლოვან ადგილიდან მოსწყდნენ კლდეები,საქართველოზე სამუმებმა გადაიარეს.და სამუმებთან იყო ქნარი გიგანტიური,ქართული სულით მეოცნებე პოეტის ქნარი.ო, როგორ მინდა, მეგობრებო, თუნდაც ერთი დღითჩვენთვისაც იყოს უმაღლესი თავისუფლება.ო, როგორ მინდა უფრო მძლავრად გავშალოთ ფრთები.განა არ არის საშინელი საცოდაობა,ისეთ ქვეყანას - როგორც ჩვენი საქართველოა -რევოლუცია არ აძლევდეს სიმშვენიერეს?ვულკანიური ორკესტრივით უნდა ისმოდესგრძნობათა ჩვენთა და ოცნებათ ძლიერი ქნარი.
1918
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი