↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი სოფლიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
მომინდა თქვენი სპეტაკი ბინა:აქ სოფელია, წვიმა, რუტინა.
შემოდგომაა. წვიმამ მოლიატყეთა მსუბუქი მელანხოლია.
ზაფხულის დღეთა ის ქაფი ჰქრება,არის ცეცხლის ხმა და ჩაფიქრება:
იშლება თვალწინ ფერადი ნოხი -თქვენთა მშვენიერთ წამწამთა ქოხი.
იმ დარდად ჩემს გულს ხშირად სწოლიატყეთა მსუბუქი მელანქოლია.
არ გებრალებით? მე მქონდა გულიეხლა ის არის, როგორც ყინული.
თქვენ კი ჯერ ისევ მაისს ედრებით,მომწერეთ რამე, ოჰ, გევედრებით.
ვინ იცის, იქნებ გალხვეს ყინულიღრმა მწუხარებით შემორკინული.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი