↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნათია, ქალო ნათელა

ახვლედიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1222 ნახვა

—
ნათია, ქალო ნათელა,რად ხარ უგულო მაგხელაავად ვარ, მაშინ გამოჩნდი,მაგეებისათვის სად მცხელა.ნუ მჩაგრავ ღიმილს გაფიცებ,ახლო ნუ დგები ჩემთანა,თორემ დალეჯს და დაიფხრეწსგული თვის პერანგს მკერდთანა.
ნათია, ქალო, ნათელა,ნუ მხიარულობ მაგხელას.წავიდა სული მთავარი,გზა შემიმოკლდა სავალი,ჩემს უმწეობას რა ვუთხრა,სად ვპოვო მისი წამალი,ერთ დროს ამაყი ვაჟკაცი,ვაგდივარ პირსა სამარის.
ნათია ქალო ნათელა,ნუ მშვენიერობ მაგხელას,იცოდე, მოვმჯობინდები,მაგ გულისპირის დახევამ,მაშინ მიფრთხილდი ტანთეთრო,შევძრავ პირს დედამიწისა,გიპოვი, მაინც გიპოვი,კაცი ვარ სიტყვა-ფიცისა,მოვალ და ...ხელზე გემთხვევი,მერე მადლს ვიტყვი იმისაც,ვინაც გშობა და გაგზარდა,ყვავილი კლდისა კიდისა.
ნათია, ქალო ნათელა,ბედნიერი ხარ რამხელა,იხარე მაგ შენს ქმარ-შვილში,ამ ჩემი ლექსის გამხელამ,თუ მაინც მოვკვდე, მაგ თვალთამაფრქვიე სველნი იანიდა ერთიც ამოიკვნესე:_ ბიჭო, რად იყავ გვიანი!
ახვლედიანი ვახტანგ

ახვლედიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი