↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარსკვლავი სულის

ახვლედიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1223 ნახვა

—
მამულის გრძნობა უდიადესიაჭარის მთების სულის წილია,დიდ წინაპართა ღვთიურ ლანდებითცხოვრება ჩემი გამომივლია.
დიდ წინაპართა ღვთიურ ჰანგებითმდევდა ამბები ჩურჩულად ქარის,ღელეღურდანთა სულთქმა – ანდერძიიყო მამულის ხმალიც და ფარიც.
ვარ შენი მიწის გული და თვალიგენებით, ჯიშით და ნიჭის ქროლვით,ანდრიას ლოცვით და ნინოს ჯვარით,დიდქართველობით – პირველად ყოვლის.
ცხოვრების ჩემის გზაბაწარებზემხოლოდ მამულზე ფიქრით მივლია,ერის ტკივილით განაწამები.სულის ვარსკვლავი არ ჩამიქრია.
გადაივლიან დარდის წვიმები,განიხვნებიან სივრცით კარებითბილისით – ჩემი დედაიმედით,ბათუმით – ზღვათა მაგისტრალებით.
მნათობი იგი იბრწყინებს კვლავაცმარადიული ნათების ნიშნად.საივერიო – ზეციურ ვალად,არსობის ჩემის საზრისად მითქვამს.
ახვლედიანი ვახტანგ

ახვლედიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი