პოეზია · ლირიკა
გამოცხადება
საქართველოს მწერალთა კავშირის სასახლეს –ქართული სულიერების ტაძარს
გამომეცხადა მავანი,არც მითხრა ავან-ჩავანი,ისეთი კითხვა დამისვა,ასწია თავის თავანი: -გამაგებინე, ძმობილო,ახლა რა არის მთავარი?
მე ერთი წუთით ვიყუჩე,ფიქრები შემოვიქუჩე...პასუხი მივეც ისეთი,გაოცდებოდა მილეთი:დრო დადგა, ძმაო, იმგვარი,ცხოვრება გახდა იგავი.გვმოძღვრავს ყოველი ნაგავიდა შენი ნათეს-ნარგავისდარდი არ აქვს არავის.
ყოფილა თურმე ტყვილიასიბრძნე შოთას და ილიას,მათი ნიჭი და გენიაარსად გამოსაჩენია.ღმერთო, შეუნდე ტინგიცებსეს მკვრეხელობა, სიგიჟე,რამეთუ, როგორც იტყვიან,იქმიან არა იციან.
ქვეყანა გახდა ბაზარი,ურთიერთობა-ბაზრული,`ტურფა~, `ლამაზი~, `მწყაზარი~დღეს ლექსიკაში სად არი?ყველაფერს უნდა შეჩვევა,ხშირად უნდა თქვა – `შე ჩემა~,`ჩმახვა~, `შმონობა~, `ტიპები~და მსგავსი მარგალიტები.
არ წაიკითხო წიგნები,წიგნით კაცი ვერ იქნები.
არ შეცდე და არ მიქარო,გულს დარდი არ მიიკარო.სინდისი, სიტყვა, პირობადღეს აღარ არის გმირობა,სხვისი ტანჯვა და გოდებააღარ ღირს თავგამოდებად.იქ რაღა გინდა, `იპლეტე~,სადაც არ არის სიკეთე.
კაცს უნდა უქნა ოინი,აღარ იქნები გოიმი.შენ უნდა იყო - `მაგარი~და მისი ნაამაგარიძმობა და სულის კვეთებაერთ თეთრად გაიმეტება.მისი სიკეთე, ამაგიხურმის ჩირადაც არა ღირს.
ადრე ვყოფილვართ აბდლები,ახლა რეკლამა-აბრებით,კაზინო-კაფე-ბარებით,ვნებააშლილი ქალებისტიტველი მუცელ-გავებით,ევროპულ `პონტში~ ნაკეთით`შოპებით~, `სუპერმარკეტით~ნეტავ ვისზე ვართ ნაკლები?!
სიტყვა კაზმული? ქართული?-ისტორიაა, წარსული.
გულიდან ამონაყარი,უცებ შევწყვიტე `ბაზარი~.სად არ არი და სად არი,ღვთიური შუქის სადარი,სვეტი წმინდა და მართალიწამოიმართა ტაძარი,-ფიქრის და აზრის სავანე,ერის საუნჯის საყდარი,სვეტი ოცნებით ნათალი-ჩვენი ლოცვა და თაყვანი.
შენს ტალანებში დადიან,ზეგარდმო ნიჭის ნათებით,სულები დიდი მამების,ტიტანი ერისკაცების.სულები – თვალისჩინებიდა გადარჩენის იმედი.ვიცი, მარადის იბრწყინებ,ვიცი მარადის ინათებ...და ერთი შენი მწერალიცმუხლს ვიყრი ტაძრის წინაშე.
გონს რომ მოვედი, მავანიმყოლია თურმე ... არავინ.