↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გოვ, გაფიცებ, მითხარი

ახვლედიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1250 ნახვა

—
ვაჟი: გოვ, გაფიცებ, მითხარი, ცხადი ხარ თუ სიზმარი?სახლიკისერ გასულიყავ, გამოგეღო ჭიშკარი,იმითანაი თეთრი იყავ, როგორც სხალთის ფიქალი.გულისცემა იმივარდა, ისე კარგი იყავი.
ქალი: ე რა დილა გიმითენე, სახლიკისერ რაზე გეველ?რომ მოიდოდი, დიგინახე, გული რაფერ გიმინათე.შევბრუნდი და გაგესხრიკე კაპნისხევის დაკიდულში,რა ვიცოდი, რა იბრეთი ფიქრი გედო ემაგ გულში?
ვაჟი: ე რა მითხარ, გენაცვალე, ე რა მკადრე, გეყურბანე,ჩემი გული, შენით სავსე, ხელისგულით მოგიტანე.ნუ მირბიხარ ირემივით კაპნისხევის დაკიდულში,გოვ, ერთხელაც შემომხედე, შემიცოდე, შემიბრალე.
ქალი: შენი ცეცხლაი თვალები, ტანში დარბის ალები...გული რაფერ მომიბრუნე, დიმიმორცხვე თვალები.ქალის ბედი ისეთია, უფრთხილდება კეთილ სახელს,რაღაი ახლა ხელი მტაცე, წამიყვანე, მომიტაცე.
ვაჟი: გოვ, გაფიცებ, მითხარი, ცხადი ხარ თუ სიზმარი?
ქალი: შემოგევლოს ჩემი თავი, აქამდინ ჰად იყავი?!
ახვლედიანი ვახტანგ

ახვლედიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი