პოეზია · ლირიკა
დარბაზში იჯდა თეთრი ფერია
ღამის კაბარე რუსულ ქალაქში –გამოპარული ვნების ხელება...იდგა ეროსის `მაღალ ტაძარში~ეროტიული უსაშველობა.
ჯოჯოხეთობდა რაღაც მუსიკა,ვიღაც საკუთარ სხეულს ლეწავდა,ბოძს ეხვეოდა გოგო რუსი დაბილწსიტყვაობდა ურცხვი ჱესტრადა.
გვერდით კი მეჯდა თეთრი ფერია –მოწიფებული ნორჩის მტევნობა,როგორც ამ ჯიშის ასაკს სჩვევია –თავდაჭერილი მოუთმენლობა.
ღამის კაბარე – ცხელი ლამბადა,მორცხვი ფერიას შავი თვალები,მკერდი – სამოთხის თეთრი ლამპადა,ავხორციულად მიუკარები.
უცებ გაყუჩდა კაბარე ურცხვი,ვგრძნობ, მისი თრთოლა ავიყოლიე...თეთრი ფერიას თვალების ლოცვითვმღეროდი რომანსს – `Очи чёрные~...
ვმღეროდი რომანსს – რუსულ ხასიათს,რუსული სულის აელვარებას,მოვთქვამდი რომანსს, როგორც ხვაშიადს,როგორც ოხვრას და როგორც წვალებას.
დარბაზში იჯდა თეთრი ფერია –მოწიფებული ნორჩის მტევნობა,როგორც ამ ჯიშის ასაკს სჩვევია –თავდაჭერილი მოუთმენლობა.