↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაპნიბოლოს დიგინახე

ახვლედიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1221 ნახვა

—
კაპნიბოლოს დიგინახე, წელზე გერტყა ქამარი,ჩუმად მივხედ – მოვხედევი, ვერსად ვნახე სამალი,წელირხევით ჩიმიარე, პეპლაიკაბა გშვენოდა,სიყვარულის თქმა მეწადა, მარა მეტი მრცხვენოდა.
შენი ტანი მოქნეული, შენი ყელი ყარყარა,ნაწნავების მიმორხევაი, კაბიკალთის ფრიალიიმ წუთების მწარე-ტკბილით გულში ჩემეღვარღვარადა დაწყევლილ კაპნიბოლოს ვიარები ჩქარ-ჩქარა.
გოვ, ამდენი მოლოდინით გული გედემელია,ყოვლიღამი გათენებაი რავარ მოსათმენია.უპატარძლოდ ი საწყალი ნენე-ბაბაიც გაწამდა...ერთი შენი გამომცხვარი ჭადიკვერაი მაჭამა.
ერთი შენი გამომცხვარი ჭადიკვერაი მაჭამა,ერთი შენი მონაქსოვი ღაზლიწინდაი ჩამაცვა,ერთხელ შენთან, ტანხერტალავ, განდაგანაი მასამა,ერთი ხელში ჩიმიგორა ჩვილბოკვერაი ბაღანა.
კაპნიბოლოს დიგინახე, წელზე გერტყა ქამარი,ჩუმად მივხედ – მოვხედევი, ვერსად ვნახე სამალი,ტანამაყად ჩიმიარე, არც კი შემომხედევი,სიყვარულის თქმა მეწადა, მარა... ვერ გავბედევი.
ახვლედიანი ვახტანგ

ახვლედიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი