პოეზია · ლირიკა
იავნანა
ახლა უნდა დაიძინო,პაწაწინა მტრედო,მჯერა, მალე გაიზრდებიქალი სანაქებო.ხის ტოტებში იავნანასმღერის დედა ჩიტიც,ალბათ, მალე დაიძინებსმისი მარგალიტიც.პაწაწინა საოცრებავ,მზეო პაწაწინავ,რა ლამაზად იღიმები...რა საყვარლად გძინავს.გელოდება წუთისოფლისკარგიცა და ავიცდაგიფარავს დედის ლოცვადა მაცხოვრის ჯვარი.