პოეზია · ლირიკა
ციკლიდან
ვარსკვლავი ისე მეყვსეულადგანიმქვრა ცაზე,თითქოს ვიღაცამ შეატეხა ალუბალს ტოტი.
დაე, ნურასდროს მოგეშალოს,მდინარევ, შენშიგოგო-ბიჭების უცოდველი ჭყუმპალაობა.
მხოლოდ ფრინველებს არ სჩვევიათ სიმაღლის შიში,მაგრამ ისინიც ვერ უძლებენსულ ცაში ყოფნას.