↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ვიდრე ვექნები დამღონე"

გაბური ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1199 ნახვა

—
ვიდრე ვექნები დამღონეხახამოღერილ საწუთროს,ავათქარუნებ მთა-გორებს,რომ ცა და მყარი გავწურთნო.დღე სხივს მომაწვდის წარუშლელს,მწუხრს კურატივით დამიკლავს,ხახმატთან არაგვს ავუშვებ,მთვარეს მოვმშვილდავ ქავისკარს.მიწამ სამზეო იხილოს _გაზაფხულს ამოიცოხნის.ბეგენგორ ლურჯი ღიღილოშემხვდება შენი სიმორცხვით.ღამის გზა გაიცისკარებს,ლაჟვარდს გადაწმენდს ლემადე.ჩემამდე ერთ ჯავრს ვიკმარებ,ერთ ნატვრას გავდებ შენამდე...კალთებს ჩამოშლის მზის სხივიდა ზეცა დასდრეკს მძიმე მხრებს,მერე ადგეს და სიკვდილისადაც ვიწროა, იქ შემხვდეს...

გაბური ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი