↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახელფეხება ანუ ყალყზე შემდგარი ცხენის გამოხმობა სხვისი ტექსტიდან

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3928 ნახვა

—
მხედრის მაჯა აშენებსცხენის ახელფეხებას;მგოსნის მაჯა - ასევე -რაც რო სიტყვას ეხება.
"ტოკავს თვალწინ იაბო,დარჩა უკან ფერდობი"...შენ - ხედავ და მიამბობ,მე - გისმენ და გენდობი.
ვკრიბავ ბგერებს აზიზად,როგორც რამე თილისმას;სმენა გააფაქიზასუნთქვამ ქარტეხილისმა.
და ღმერთს ლოცვას ვუგზავნიბნელს რო მზერით ვიცილებ,და თვალებზე კურცხალიყინულივით ციმციმებს.
წევს ჩვენს შორის დრო-ჟამიდა მიზანი გზაში დევს;და ფარულად თოვს ნამიდა ცალ-ცალკე გვამშვიდებს."მირბის-მითოხარიკობს" -ზოგჯერ მაინც ჩამესმის,და მეც - შენი არ იყოს -მრჩება ხელში სხვა ლექსი:
ჭიხვინს აიმეგზურებსრითმის გრილი შხეფებით;თითქოს სკივრში ხელს ვურევ,როცა შენს ტექსტს ვეხები.
თითქოს თვალწინ ჩერდებაორი გზა და სამყარო;ღაწვზე ცრემლი დედდებადა სხეული კანკალობს:
უკვე სიტყვაც აშენებსცხენის ახელფეხებასდა ხელახლა გვაჩვენებს -რაც მე და შენ გვეხება.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი