↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "იფერებს სახე გულხარბ ხარებას"

ებანოიძე ზაალ

2007-04-131 წთ საკითხავი3245 ნახვა

—
იფერებს სახე გულხარბ ხარებასიჭვს არ იყენებს წარბის თილისმა;დუმილი დუმილს შეეფერება,ქარტეხილის ხმა – ქარტეხილის ხმას.
გრილოში – შუქი და შუქში – გრილოდა უწონადო ბრელო – არილი;დაეკიდება ცას უნაპიროსწერო – დასარეკ საყდრის ზარივით.
შემკრთალ მშვენებას – ტყეების ჩარჩოდა მწვანე ტბორებს – ჭალა ნარიყი;ავართმევ ამ დღეს ღარიბულ სარჩოსდა ჩიტებისთვის ხელზე დავიყრი.
ამხელს ყოველთვის ეკლებზე წოლასაღმატებული ნიჭი მოსმენის;და შეჯამებულ ფრთოსნების ჟრჟოლასმოვირგებ ტანზე და ვიმოსები.
იდუმალება უხილავ ლანდებსასულიერებს და ანამყენებს;დიდი ხანია, მე ჩემს თავს დავდევდა ჯერ კედელთან ვერ მივაყენე.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი