პოეზია · ლირიკა
*** "ყოველ საგანთა დასაბამს"
ყოველ საგანთა დასაბამსშვენის მუსიკა თავისი:აგვიხსნის ქარი – ქარსაფარიტყეს რო ატოკებს – აგვიხსნის.
მეზღვაურული ბარბაცითჩრდილებს იმდიდრებს ხეები;აზრის მოკრებას არ გვაცლისსიზმრული სამოთხეები:
გამდგარა "გამა–მორჩილი""გამა–ბატონის" მსახურად;გაუვარდება ქორს ჩრდილიდა ქარს ქუდივით ახურავს.
"საგნადქცეული ხმაურით,ახმაურებულ საგნებით" –ჩურჩულებს, ტყეს რომ ჩაუვლი –"თავს ბრმა თვალებით აგნებდა".
"ორი" ვიყავით აქამდე,ახლა "მესამეც" გამოჩნდა,და ბრძოლას ვეღარ ვამთავრებსიტყვასთან საჯილდაოსთან.
იმედს დავეძებ ჩემშივე,შენც რომ გერგოს და იხარო;ხანდახან რიჟრაჟს შევჩივლებ,თვალწინ რომ ხათრად ღიმღამობს.
უმწიფარობის ქაოსურგადამწიფებას ვეჩვევიდა ჩვენს სახელზე ამოსულყვავილებს ვკრიფავ შერჩევით.