პოეზია · ლირიკა
*** აღარ ისმის "რაშო–რერა"
აღარ ისმის "რაშო–რერა", –სანატრელი ხმებიდა გსურს საფრთხის აშორებამეტაფორულ თქმებით.
ჩაძირული ცხადი ძილშიმიზეზია სიზმრისარც რო – სიურეალიზმი,არც რო – ფუტურიზმი.
იწყებ: "თუმცა" ანდა "თურმე"სიტყვას სმენით ირჩევ;აფსუს, რა დროს აფათურებსხელებს სულში ნიცშე.
სევდა უფრო გემატებადა მძიმდება თვალი,იწვის ცაში კელაპტრებადჩინარები ჭალის.
ზოგჯერ – მესენაკე ბერი,ზოგჯერ – სისხლის მონა,შენსას ჭრი და შენსას მღერი,შენი ადლით ზომავ.
მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაცდევს სასაზღვრო ზოლიდა გზა გადის უფალსა დაზარატუსტრას შორის.