↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანწლი

ებანოიძე ზაალ

2007-04-131 წთ საკითხავი3248 ნახვა

—
და ტოკავს ახლაც ლერწამი ტბორთან –მესალამურე პატარა მწყემსი;ზამთარი მიდის და თითქოს მოთბადა თითქოს უფრო გნებდება ლექსიც.
ხე–კვიპაროსი – წინარე კაცი,ქალი–ლატოსი – ისიც ასევე;"მე ვინ ვიყავი?! – იკითხავს ანწლიდა მოკრძალებით თავს შეგახსენებს.
ფიქრი ძახველზე და ფიქრი ბზეზე,ფერაფერაზე – ფერში ნაზავზე,ჯერ თითო–თითოდ ალაგებ ხელზედა მერე თვალში ერთად ათავსებ.
იღვრება ციდან ფერადი სითხე,სითხიდან – შუქი, შუქიდან – ჩრდილი,ჯერ თითო–თითოდ ასხლტება სიმზე,ჯამდება მერე და ერთად ტირის.
და შედის ჩქამი, ჩქამი და ბგერასიტყვაში – როგორც საკუთარ სახლში;შორს – წყალში ახლაც კანკალებს თხმელა –დედინაცვლისგან დასჯილი ბავშვი.
ხე–კვიპაროსი – წინარე კაცი,ქალი–ლოტოსი–ისიც ასევე;"მე ვინ ვიყავი?!" – კვლავ გკითხავს ანწლიდა მოკრძალებით თავს შეგახსენებს.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი