პოეზია · ლირიკა
აჭარა.ბატონი ახმედი
სოფელი შემომატარა,სვენებ-სვენებით ვიარეთ,სათქმელი შემომაპარა - პირი გაეხსნა იარებს;დიდ დედეს გაუმარჯოსო!- თავის მორჩილი დაწევითგვეგებებოდნენ გზადაგზა სოფლის ალალი კაცები.
ვეკითხებოდი წარსულზე,მეკითხებოდა ხვალეზე,მამა-შვილურად ერთმანეთს მოვეფერ- მოვეალერსეთ -მთელ საქარტველოს ვხედავდი მთის მაღალსაქართველოდან.
მთას ჰგავდა,მთაზე დამდგარი,ჩამოთოვლილითმაწვერით,ხელჯოხზე ხელის დაყრდნობით,მეორებხელისმოჩრდილვით,ვუზიარებდით ერთმანეთს,რაც გულზე გვქონდა ნაწერი,ის - რა თქმა უნდა - ბატონი,მე - მისი მონა-მორჩილი.
ვუზიარებდით ერთმანეთს,გულის ხვაშიადს ვამხელდით,იქვე,ბებერი თუთიდან ჩიტი გოდებდა ღაბუა;ოლიმპიური სიმშვიდით იდგა ბატონი ახმედი -შოთა ზოიძის მამა და ზურაბ ზოიძის ბაბუა.