↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალი ახსნა

ებანოიძე ზაალ

2026-07-181 წთ საკითხავი3931 ნახვა

—
დევს სასთუმალი - ყინულის ლოდიდა საფეთქელის ხმაური ბზარავს;დამდგარა ფეხზე და შენსკენ მოდისკაცი კი არა - დეკემბრის ჩალა.
ცეცხლზე შემდგარი ქვაბივით ისვრისპეპლების შხეფებს ბალახის ტბორი,და როგორც კარავს ახურავს ისლი -შენ, ახლა, ჩრდილი გახურავს ქორის.
და მიდის თვალწინ მდინარე, - ლიბერტალღას მიჰყვება სილა და ხრეში;რა უნებურად აწუხებ ჯიბეს -კვლავ სიღარიბე ამოგდის ყელში.
მაინც გიხმობენ? - პასუხი გმართებსდა გულის სითბოს გაყოფა სხვისთვის;ხანდახან დუმილს აუნთებ სანთელსდა მაჯის ნაცვლად ხმაურობს სისხლი.
არის წუთები, როდესაც შიშველგანცდას გაცრეცილ ნიღაბით მალავდა ხელს ხავსისკენ იმიტომ იშვერ,რომ თავის რწმენა შესძინო ბალახს.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი