↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "უსაზღვროებას თავის შიში აქვს"

ებანოიძე ზაალ

2007-04-131 წთ საკითხავი3251 ნახვა

—
უსაზღვროებას თავის შიში აქვს,თავის ყინვა და თავის ცხელება;მაჯაზე ხელი არ შემიშვიათავთან ვუჯექი ამ გათენებას.
მაინც რა ხდება, რატომ არ ვიცით,რა დროს გვემსხვრევა ტანზე ბეგთარი;ამ წუთებს ახლა ისე განვიცდი,როგორც რო დანის პირზე შემდგარი.
ფიქრის თანხლებით მთა–მთა რონება,დღეში, ღამეში ასე ჩარჩენა;რა შეუძლია ახსნას გონებამროგორც სამყაროს გამოსარჩლებამ.
ეს სათნოება მთვარის სახიდან,ღმერთო ასეთ დროს როგორ ისესხე;ჩემს უნებურად ფარ–ხმალს დავყრი დამონობის უღელს ვიდგამ კისერზე.
ჩათვლემილია ირგვლივ მიდამო,ნისლში ფეხდაფეხ შედის ლიანთხა;ციდან რო აზრი ჩამოიტანო,მიწიდან უნდა კიბე მიადგა.
რაღა მეკუთვნის "მე"–ს ნაწილიდან,შენ რომ გეკუთვნი თითქმის სრულიად;ხელზე ჩიტივით მიზის სხივი დასხივსაც დამფრთხალი ჩიტის გული აქვს.
მზე – საკუთარი ცეცხლით დამწვარიდა ვარსკვლავები – ცეხლის მტევნები;ცასაც ამიტომ დაკრავს ნაცარისფერი – ზოგადი თვალის შევლებით.
არც დასაწყისი, არც დასასრული,დასაბამიდან ასე ულევი,სამყარო – "ძე"–ზე უფრო "ასული",–მაშასადამე მდედრი ბუნებით.
საამბორებლად ხელი მიბოძე, –მგონია ბაგით სხივებს ვეხები;შიშსა და ტკივილს ვარქმევ სიცოცხლეს,მოზელილს ცრემლის მლაშე შხეფებით.
ქუდებს იხდიან უკვე რკოებიდა შემოდგომას სალამს აძლევენ;მე ამ დღეს შენი უმანკოებისგამო თამამად დავენაძლევე.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი