↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ცრემლი შემთბარა თქორია"

ებანოიძე ზაალ

2007-04-131 წთ საკითხავი3244 ნახვა

—
ცრემლი შემთბარა თქორიადა თქორი – დრილი თილისმა;სიზმრიდან აიყოლიამომხიბვლელობამ დილისმა.
გადამდებია ფარულად,როგორც უთქმელი სახადი:ჯერ გულით ესიყვარულა –ვიდრე რო თვალით ნახავდა.
თანდათანობით ანაზებსდილას მესკიის მოტივი;და ტოტის ჩრდილი ბალახზედევს მუსიკალური ნოტივით.
გადაითარგმნა გზადაგზაროცა ნიავის ფრთოსნებად,აპრილის ქარი – გადაცდამიჯნას მოკვდავის ოცნებაც:
თვალჩაყუდებულს წარსულში,გულაჩუყებულს აწმყოშირამდენიც უნდა – არ უშლი –წამოწოლილმა დაყოს შინ.
ამდაგვარ მოცალეობასაღმატებული ფასი აქვს:ხელს უწყობს იგი მხნეობასდა ცრემლით ამკობს ხასიათს.
ცრემლი შემთბარი თქორიადა თქორი – გრილი თილისმა;სიზმრიდან აიყოლიამომხიბვლელობამ დილისმა.
ებანოიძე ზაალ

ებანოიძე ზაალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი