↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენს შემდეგ

გელოვანი მირზა

2007-05-121 წთ საკითხავი7913 ნახვა

—
ეს გაზაფხული შემხვდა შენს შემდეგ,შენს შემდეგ მივდევ ვიწრო ბილიკებს.მე დავიღალე აღმართებში და როცა შევდექ,შემრცხვა და ბედი, ჩემივ ბედი გავაქილიკე.
და კვლავ მოვდივარ, სიმშვიდეა ჩუმი ნიშანი,რომ გამარჯვება უსათუოდ ჩემია ბოლოს.შორი ნათელი მეგებება შორის გზისანიდა სადარდელად, მეგობარო, შენ დამრჩი მხოლოდ.
მშვიდობით! გული მხოლოდ მიზანს ესაკადრისადა ჩემს ნაბიჯებს აშოლტილი ხენი ლოცავენ,მე გავიმარჯვებ - მოწამეა მიწა ქართლისადა გაზაფხულის ცაა მოწამე.
1938 წლი, გორი.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი