↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენობა ვერ გასწიეს, თუმცა ბევრი მოვიდა

გელოვანი მირზა

2018-10-121 წთ საკითხავი7915 ნახვა

—
ახლაც, შუა ღამეში, შენი ნახვა მომინდა,თითქოს გული მტკივანი შემიჩერდა ბუდეში.შენობა ვერ გასწიეს, თუმცა ბევრი მოვიდა,ზოგი შენზედ სათუთი, ზოგი შენზედ უხეში.რომ შეგეძლოს გაგება, თუ რარიგად ვეწამე,შენვე შეგძულდებოდა შენი ტლანქი მოქცევა,როგორც სხვა დროს, ამ წუთშიც წამებაა ეს ღამედა ძნელია გრძნობების ვნების ლაფში მოთრევა.მაგრამ ახლაც ალერსი სხვაგან უნდა ვიყიდო,თორემ შენ არ მოდიხარ და მომწყინდა ლოდინი,ჩემი ბრალი არ არის, გოგო ცეცხლ-მოსაკიდო,სხვას დაუგე საშენოდ შეწირული ლოგინი.
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი