პოეზია · ლირიკა
განშორება
ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვითგამახსენდება თმები შოლტები.როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრებიასფურცელას და ოქროსთმებიანს,ქარმა დაგლიჯა ყველა აფრებიდა შენზე დარდში დამთენებია.მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდებიდა აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,მე თქვენი თმები დამაბრუნებენ.