↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გუშინ არც ჭაღარა მოჩანდა" (მთარგმნელი ჯოხაძე გია)

ახმატოვა ანა

2023-06-131 წთ საკითხავი4990 ნახვა

—
გუშინ არც ჭაღარა მოჩანდა,არც სევდის ვიყავი ყმა,ტრფობის მარწუხი არ მბოჭავდა,ჯერ არ გამბზარვოდა ხმა.და გაფიქრებაც არ მაცალა,წამში გამომათრო მეც...სულ ერთ ცხელ კოცნაში გაცვალასამყარო, მთვარეც და მზეც.სიყვარულს დავუდექ ვასალადდა თავისუფლება მძულს...კვლავ ვნების შემასვი სამსალა,კვლავ ტაბუ აჰხადე სულს!მეუფევ, გულთა და რაყიფთა,თქვი, რად მარიდებდი თვალს?_ბალახიც სხვაგვარად გაყვითლდა,ვარსკვლავიც სხვაგვარად მწვავს.

ახმატოვა ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი