↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბათუმი (საქართველო ბათუმიდან თენდება)

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3621 ნახვა

—
ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე მინახავს,ყველა კუთხის გმირობები მსმენია,საქართველოვ, უბათუმოდ ვინა ხარ?!საქართველოვ, ბათუმიც ხომ შენია.
და ფარს მხოლოდ ხელს უშვებდი იმიტომ,მტერთან ბრძოლის სიმარდეში გიშლიდა,სახელი კი შენ გაგითქვამს იმით, რომ,ისტორია შენი გაშვილიშვილდა.
გახურებულს ზღვა და სხივის ალები,გშველის, როგორც ქალის თბილი ალერსი,ამდენ ომში შენ ცხენს დასცვდა ნალები,ხმალიც თითქმის გაფურცელდა ალესვით.
შვილიშვილებს უყვები და ცრემლები,გაწუხებს თან ყელში ბურთად გეჩრება,ვაი, როგორ ახალგაზრდა ბერდები...საქართველო ბათუმიდან თენდება.
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი