↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განშორების პოეზია

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3619 ნახვა

—
შავი ღამეები გავათენე,ბევრჯერ შიშისაგან გავიტრუნე,გორდება სიკვდილის კამათელი,(თვალები - სიცოცხლის გარნიტურა,ფიქრები - საოცარი გარნიზონი).სიცხე ვარაუდით გავიზომე.
დაცურავს ტალღებზე გალეონისისველეს ფესვებით ვაფასებდი,ჩაიწვა ბოლომდე ყალიონი,ფიქრები ჩავყლაპე ნაფაზებად,თვალებზე სისველე შევიმშრალე,სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.
ვიღვიძებ არათუ სასთუმალზე,არამედ სხეულზე ორეულის,თუ ჩემს თავს სიმართლე დავუმალე,დავრჩები ტკივილით მოლეული,რადგან ეს წყეული გაგიჟება,მე ვიცი ძვირად, რომ დამიჯდება.
მივდივარ, სიცოცხლის ზურგის ჩანთამიმაქვს და უთუოდ არ ვინანებ,(ბოდიში ცრემლები თუ მიჩანდა)...ჩემი გადამრჩენი არვინ არის,უფალო ცოდვილი შემიბრალე,სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი