↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბრმის მონოლოგი

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3621 ნახვა

—
ჩემს სახლში შუქი არ არის,არც მჭირდება...…რადიოს ტელევიზორის ფუნქცია აქვს.
შემიძლია მხოლოდ ერთი თხოვნა ავასრულო,„თვალები დახუჭე და როცა გეტყვი გაახილე”,მაგრამ ამასაც ნაწილობრივ მხოლოდ.შემიძლია თხოვნის გარეშე გისმინო...წერტილები მიყვარს ძალიან,რადგან წერტილებით ვწერდა წერტილებითვე ვკითხულობ ხოლმე.
სიბნელის მეშინოდა, მაგრამ მივეჩვიე უკვე.დამალობანა? არასოდეს მითამაშია,რადგან არ მიყვარს ფრაზა:-„ვიხილები და მოვდივარ”...…ცურვა მიყვარს ძალიან,ჰორიზონტი ყოველთვის ახლოს არის...ზღვას ვერ ვხედავ,მაგრამ ცისფერი სუნი მცემს...გაგიკვირდება...
მხიარული ძაღლი მყავს,გუშინ გავიგე, უფრო სწორედ მითხრეს,რომ შავი ფერის ყოფილა,თუმცა ჩემთვის რა აზრი აქვს,მთავარია, რომ მხიარულია...
ამას წინათ რადიოში გამოაცხადეს,რომ მზის დაბნელება იქნებაო,ჰოდა ვემზადები,საინტერესოა მგონი...
ვიცი რომ არასდროს გათენდება,სიკვდილისაც აღარ მეშინია, რადგან...ჩემს სახლში შუქი არ არის...
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი