↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარ ასე უამინდო

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3619 ნახვა

—
ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი,თვალებზე წამწამები, წამწამზე ნაღველია,ზამთარიც უსასრულოდ, სიცივით, ვატყობ ივლის,ჩიტები ჟივჟივებენ - საკვები დაგველია.
გარეთ კი სასაცილოდ ბავშვები მოფენილან,თვალებით გადმოვარდნენ დედები აივნიდან,დღეს რაღაც უცნაურად თბილია სოფელი და...კუთხეში მოცივანა მერცხალი გაირინდა.
მდინარემ შესართავთან გაყინა გაბიონი,ხალხი თუ ბრბოდ ითქმება რა არის ლიტანია?...მე ლექსებს წავიკითხავ, სოფელო გამიგონე,მე ლექსებს წაგიკითხავ, ეს მთები გითარგმნიან.
ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი...
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი