↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყივჩაღური ღამე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20276 ნახვა

—
ყივჩაღეთისკენ თეთრი ტრამალიგააქათქათა მოზდოკის მთვარემ,გულის ნაწვიმი და ნატამალი,თუ რამე შემრჩა, ვიმღერო ბარემ...მენავეთათვის და მოგზაურთა! ―შავი ზღვის ნისლებს ამოვეფარე.
მოსჩანს სამშობლო, ივრის ვაზები,როგორც სასანთლე გაჩაღებული;შორიდან რაზე მელამაზები,გული მაქვს გულთან დაჯახებული!ნუ გამინათებ, ნურც გამიჩაღებ,ირმის ნახტომებს ვემარტოები;შავს ყურღანებში სძინავთ ყივჩაღებს,თავქვეშ უგიათ თოქალთოები.სიზმრად ხედავენ რომის პალატებს,გარმონს უკრავენ დონის ქალები,დარიალს ვეღარ შემოანათებსმათი ჭიხვინა ცხენის ნალები.როგორ გატორეს ერთხელ ტრამალი,როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა;მაგრამ ვერ ნახეს ქვეყნად წამალიდა გამწარებით ხრავენ მიწასა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი