↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყივჩაღის პაემანი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2026-07-181 წთ საკითხავი23311 ნახვა

—
«...ერთი მეც გადავუქნიე,წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»მუხრანული
ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა,ყაბარდოს ველი გადაიარა,ისევ აღვსდექი!მუხრანის ბოლოსჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიანხოდაბუნები თავთუხებისა,შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,მიწურვილ იყოროცა ზაფხული რუსთაველისა,ნეტამც ბადაგი არ დამელიადა იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,შემოვამტვერე გზები ტრიალი,მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!გეძახი ათას წლის მერე,დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;ვარდის ფურცლობის ნიშანი არიდა დრო ახალი პაემანისა!..
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი