↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

"დედა ენა"

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2013-05-121 წთ საკითხავი23301 ნახვა

—
ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,ჩვენი ენა ქართული,ვარდნაბამი ფურცელი,ჩვენს ყრმობაში ჩართული!დედის ძუძუ მეორე,სიყვარული პირველი,ჩვენს აკვანს შემომჯდარი,მგალობელი ფრინველი.იავნანას ნიავშიჩვენს ყურთან რომ გაისმა,ყრმობა რომ გვისურნელა,როგორც ბაღი მაისმა.ტკბილად რომ გაგვიხარაჩვენ ბავშვობა ბეჩავი -შავი კაბით გაზრდილებს,გახუნებულ ლეჩაქით.ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,ჩენი ენა ქართული,ოქროსთმიან სიმებადგულში ამოხლართული!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი