↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფარდა

ქელეხიძე ნანა

2013-06-121 წთ საკითხავი2777 ნახვა

—
...
როდესაც იცი-შეგიძლია, მოხვიდე და გადამარჩინო,თუ ფანჯარასთან დგომა ზოგჯერ ნიშნავს-ვვარდები.და რომ შიშველი-სულ არ ნიშნავს- ოდნავ შემცივდა.ვამბობ-გელოდი.ვდუმვარ-მიშველე.
როცა არ ტყდები-მოდიოდი და სულს უსწრებდი.და სულ არ ნიშნავს, კარს გიღებდე-თითქმის მიყვარხარ.და თუ მიჩვევა-შეგეზარდე ტანზე ხავსივით.ვამბობ-ქარია.თვალში-სისველე.
ყელთან შეხება-ვიცი სადღაც წვიმა დაიწყო.მიწა მძიმდება. თმაში სუნი ნედლი ბალახის...ლურჯი კედლები-ესე იგი-ჩუმად დანგრევა.ვეღარ ვსუნთქავდე-შიში დავმალო.
ვარდნა ფანჯრიდან, ნიშნავს-ერთხელ ქარი ჩადგება-ანუ-დამთავრდა.

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი