↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინდორი

ქელეხიძე ნანა

2013-06-122 წთ საკითხავი2779 ნახვა

—
...
მე ვარ მინდორი, მესევიან დღისით ფუტკრები,ყვავილებიდან აგროვებენ მტვერს და ზუზუნითმოფრინავენ და როგორც სკაში, დაღლილ ხელებზეჩემი ტანიდან წამოღებულ მტვერს გატოვებენ.და მერე ყველა სიტკბოს უკვე სისხლის გემო აქვს,მერე ჩემს თაფლში გეწებება ცხელი თითები.
და ვამბობ-მე ვარ მინდორი და მუხლზე დაეშვი.ვამბობ-ქარია. მოდი ახლოს, რომ დავიმტვერო.და გამრავლება - ეს მარტივი არითმეტიკა,და სიყვარული-ჩვენ ლამაზად, სინქრონულად რომგადავანაცვლეთ ციფრები და როგორც ასი წლისგაბეზრებული, ნაჩხუბარი დღისით ცოლ-ქმარი,ერთი ქალაქის ორი სახლის ორ ცივ საწოლში,ერთმანეთისგან ზურგშექცევით ისევ დავწექით.და შენ ვერასდროს მოიფიქრე, რომ ერთხელ ჩემთვის,ყელთან ჩაშლილი თმა ტუჩებით გადაგეწია.
თენდება და შენ ამოსული მზით ჟონგლიორობ-ატრიალებ და ზოგჯერ მხრებზეც გადაიტარებ.თუ ჩაგივარდა და გაგორდა- ბურთი კარშია!თუ ჩაგივარდა და გაგიტყდა- აღარ მინატრო,რადგან მომბეზრდა ეს ლოდინი და -გვერდს ვინაცვლებ.რადგან მომყირჭდა ეს ცხოვრება-და სულერთიავდგავარ მიწაზე, თუ მაღლა ცას გამოვეკერედა ერთხელ მაინც სიახლოვე ღმერთთან შევძელი.
და როგორც ყველა ზღაპარშია- სამად ვიყოფი-ცად, მიწად, და იმ მესამე გზად, რომ ვერ ავხსენი,უკვე ვინანე, თუ ჯერ მხოლოდ გადავუხვიე...
ჩემი სხეული მინდორია. დღისით ფუტკარიმახვევია და ნაპრალებში ღამით გველებიიგრაგნებიან და ისეთი ცივი კანი აქვთ,იგრაგნებიან და ისეთი გლუვია ტყავი-ყველა ნათქვამი ტყვიასავით აისხლიტებადა რიკოშეტითერთხელ ვინმეს ბრმა სიტყვა მაინცგახვრეტს საძილე არტერიას და -გადავხმები.
ჯერ კი ვწევარ და წყალდიდობა ტანში მეწყება,ვწევარ. მუცელში მოქცევაა და ნაპირებთან,მიმოფანტული ქვირითივით დგანან ბავშვებიმდუმარედ. მყიფე ნიჟარები ისე უჭირავთ,თითქოს ძვირფასი ვიტრინიდან ამორჩეულიხის ცხენი, ანდა ჯარისკაცი, ანდა თოჯინა,ვიღაცამ მხოლოდ ერთი ღამით გამოატანა…და ვამბობ-მოდი ჩემთან, მიწა უკვე დაიძრა.და ვამბობ-მე ვარ მინდორი და ვისი სულიც გსურს,მუხლზე დაეშვი, შემოდი და-გადაარჩინე.

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი