↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმ ვენეციურ ხიდეზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
იმ ვენეციურ ხიდეზეშველი შევნიშნე მზიანი,ისეთი ლამაზი იყო,ისეთი ალერსიანი.
იმ ვენეციურ ხიდეზექარი მოვარდა ხმიანი,ისე ბოროტად აჰქუხდამკაცრი და განგებიანი.
ვენეციური ხიდიდანქარის სად შეხვდა ზიანი,მაინც არ გადაიჩეხამშვენება ოცნებიანი.
ვენეციურო ხიდეო,გიყურებ ხალისიანი,ყელმოღერებას შველისასჟღერს ჩემი ლექსი გვიანი.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი